ირანულ ნავთობმზიდ „გრეის 1“-სთვის ნებისმიერი დახმარების აღმოჩენას ვაშინგტონი ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერად განიხილავს
ირანულ ნავთობმზიდ „გრეის 1“-სთვის ნებისმიერი დახმარების აღმოჩენას ვაშინგტონი ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერად განიხილავს

ირანული ნავთობმზიდის, „გრეის 1“-სთვის (ამჟამინდელი სახელწოდება „ადრიან დერაია 1“) ნებისმიერი დახმარების აღმოჩენა ვაშინგტონის მიერ განხილული იქნება, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ აშშ-მა საბერძნეთის მთავრობას ნავთობტანკერთან დაკავშირებით საკუთარი მკაფიო პოზიცია გამოუცხადა.

საზღვაო ხომალდების გადაადგილების მონიტორინგის სამსახურის „მერინ ტრეფიკის“ მონაცემები, ნავთობმზიდი ამჟამად საბერძნეთის პორტ კალამატასკენ მიემართება და როგორც მოსალოდნელია, პორტში 25 აგვისტოს შევა. თავის მხრივ, საბერძნეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ ირანული ნავთობტანკერისგან ბერძნულ პორტში შესვლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, 18 აგვისტოს ირანულმა ტანკერმა გიბრალტარი დატოვა.

ხომალდი „გრეის 1“ ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალებმა 4 ივლისს დააკავეს. ირანულ ტანკერს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით სირიაში ნავთობის ტრანსპორტირებაში ადანაშაულებენ. გასულ კვირას გიბრალტარმა ტანკერი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ვაშინგტონის მოთხოვნის მიუხედავად, ხომალდი მეორედ აღარ დააკავეს.