ირანში წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
ირანში წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

ირანში წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 68 კი, დაშავდა. ინფორმაციას ქვეყნის საგანგებო სამსახური ავრცელებს.

ყველაზე რთული მდგომარეობა ქალაქ შირაზშია, სადაც სტიქიას 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას ქვეყნის 31-დან 25 პროვინციაში ებრძვიან.

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს განკარგულებით, საავადმყოფოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, წვიმა ქვეყანაში კიდევ ორი დღე გაგრძელდება.