ირანში თვითმფრინავის კატასტროფისას ეკიპაჟის ერთი წევრი სავარაუდოდ გადარჩა
ირანში თვითმფრინავის კატასტროფისას ეკიპაჟის ერთი წევრი სავარაუდოდ გადარჩა

ირანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი სავარაუდოდ ცოცხალია. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული სააგენტო Fars-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების მონაცემებით, თვითმფრინავის ბორტზე სულ 16 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ ერთი, ბორტინჟინერი გადარჩა. სააგენტო Press TV კი,  წერს, რომ ბორტზე 10 ადამიანი იმყოფებოდა.

„ყირგიზეთის ავიახაზების“ კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავი Boeing 707 ბიშკეკიდან კარაჯის აეროპორტში ასრულებდა რეისს.

ირანული მედიის ინფორმაციით, დაშვების დროს თვითმფრინავი დასაჯდომ ზოლს გაცდა, აეროპორტის კედელი გაანგრია და გვერდით მდებარე საცხოვრებელი რაიონის სახლს დაეჯახა.