ირანში ქალები საფეხბურთო მატჩს 38 წლის შემდეგ პირველად დაესწრნენ
ირანში ქალები საფეხბურთო მატჩს 38 წლის შემდეგ პირველად დაესწრნენ

ირანელმა ქალებმა პირველად 1981 წლის შემდეგ, თავისუფლად შეძლეს ფიფა-ს ეგიდით გამართულ მატჩზე დასწრება, – იტყობინება სააგენტო AP.

ქალები დაესწრნენ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას ირანისა და კამბოჯას წინააღმდეგ.

სტადიონზე, რომელიც 80 ათას მაყურებელს იტევს, ქალებისთვის გამოყვეს ოთხი ათასი ბილეთი. მათ ცალკე სექტორი დაუთმეს, რომელსაც ქალი პოლიციელები იცავდნენ.

ირანის მთავრობა ქალებს სტადიონზე დასწრებას 1981 წლიდან უკრძალავდა. ამ გადაწყვეტილების გადახედვა ფიფა-ს მხრიდან ზეწოლის შემდეგ მოხდა.

ირანმა კამბოჯა 14:0 დაამარცხა.