ირანში ნიდერლანდების ელჩი ამსტერდამში კონსულტაციებისთვის გამოიძახეს
ირანში ნიდერლანდების ელჩი ამსტერდამში კონსულტაციებისთვის გამოიძახეს

ირანიდან ნიდერლანდების საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევების შემდეგ, ამსტერდამში ირანიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახეს.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 20 თებერვალს ირანის ხელისუფლებამ ნიდერლანდების ელჩს საელჩოს ორი თანამშრომლის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნული გადაწყვეტილება იყო რეაქცია 2018 წლის ივნისში ნიდერლანდებიდან ირანის საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევებაზე.

ამსტერდამში მაშინ თქვეს, რომ ირანი შესაძლოა, მონაწილეობდა 2015 წელს ალმერში და 2017 წელს ჰააგაში ირანული წარმოშობის ნიდერლანდების ორი მოქალაქის მკვლელობაში.

20 თებერვალს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს და განუცხადეს, რომ საელჩოს ორი თანამშრომლის გაძევება ორი ქვეყნის ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.