ირანში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი იწყება
ირანში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი იწყება

ირანში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი დღეიდან იწყება. ამის შესახებ ირანის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ინფორმაციას „სიენენი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ირანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირველ რიგში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მომუშავე ექიმებსა და ექთნებს გაუკეთდებათ.

ირანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ვირუსის სულ 1 473 756 შემთხვევაა დაფიქსირებული. პანდემიამ 58 536 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 3 778 ადამიანია მოთავსებული.

ირანი შუა აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლით მიხედვით კორონავირუსის პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდა.