ირანში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდა
ირანში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდა

ირანში „კოვიდ-19“-ის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მკაცრი შეზღუდვები, რომელიც არაპირველადი საჭიროების ბიზნესისა და მომსახურების ობიექტების დახურვას მოიცავს, ქვეყნის დედაქალაქ თეირანსა და წითელ ზონაში შემავალ სხვა 160 ქალაქში დაწესდება.

მანქანებს წითელი ზონის ქალაქებში შესვლა და გამოსვლა აეკრძალებათ. გადაადგილებასთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვები მოქალაქეების სახლში დარჩენის მიზნით დაწესდება.

მსუბუქი შეზღუდვები შეეხება დაბალი რისკის მქონე ნარინჯისფერი და ყვითელი ზონის ქალაქებს. შეზღუდვები სულ მცირე ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის 13 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 479 პაციენტი კი, გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში ვირუსის 828 377 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 43 896 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.