ირანში კორონავირუსს გასულ დღე-ღამეში 60 ადამიანი ემსხვერპლა

03:41, 27.04.2020

ირანში ახალ კორონავირუსს გასული დღე-ღამის განმავლობაში 60 ადამიანი ემსხვერპლა. ეს მიმდინარე კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ქვეყანაში.

შედეგად, ვირუსით გარდაცვლილთა საერთო ოდენობა უკვე 5710-ს შეადგენს. ინფიცირებულთა რიცხვი ირანში 90 000-ს აღემატება.

მსგავსი