ირანში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა
ირანში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ირანში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით სააგენტო „ირნა“ ავრცელებს.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის, საიდ ნამაკის განცხადებით, სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების სამი შემთხვევა ქვეყნის სამხრეთ რეგიონში გამოვლინდა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული ვაქცინების უმრავლესობა სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ არ მოქმედებს, ამიტომ მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

გარდა ამისა, დაკვირვება ხდებოდა კორონავირუსით ინფიცირებულ რამოდენიმე ინდოელზეც, ჰქონდათ თუ არა მათ კორონავირუსის ინდური შტამი. ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ცნობით, მათ ინდური შტამი არ აღმოაჩნდათ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში კორონავირუსის 2.42 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 70 000-ს აჭარბებს. ორშაბათს ვირუსით 496 პაციენტი გარდაიცვალა, რაც გასული წლის თებერვლიდან მოყოლებული, გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.