ირანში აცხადებენ, რომ პატიმართა გაცვლაზე აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ
ირანში აცხადებენ, რომ პატიმართა გაცვლაზე აშშ-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ პატიმართა გაცვლასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. „როიტერის“ ცნობით, ამის მიზანია აშშ-ის სანქციების დარღვევის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში ან სხვა ქვეყანაში დაკავებული ირანელების გათავისუფლება.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს ირანსა და ამერიკას შორის პატიმართა გაცვლაზე. მეტ ინფორმაციას მას მერე გავცემთ, რაც მოლაპარაკებები დასრულდება და ქვეყნის ინტერესები უზრუნველყოფილი იქნება. ჰუმანიტარული მიზნების გამო, ირანი მზადაა ყველა ამერიკელი პოლიტპატიმარი ყველა იმ ირანელ პატიმარში გაცვალოს, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აშშ-ის მოთხოვნით დააპატიმრეს“, – განაცხადა ოფიციალური თეირანის წარმომადგენელმა, ალი რაბიეიმ.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.