ირანმა სარაკეტო იერიშები მიიტანა ისრაელზე, ქუვეითზე, იორდანიასა და ბაჰრეინზე
ირანმა სარაკეტო იერიშები მიიტანა ისრაელზე, ქუვეითზე, იორდანიასა და ბაჰრეინზე. „ირანის ისლამური რევოლუციური გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, მათ რაკეტები გაუშვეს როგორც ისრაელის, ასევე იმ სამხედრო ბაზების მიმართულებით, სადაც აშშ-ის ძალები არიან განთავსებული ქუვეითში, იორდანიასა და ბაჰრეინში.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამიზნეები სარაკეტო სისტემებითა და დრონებით იქნა განადგურებული.
ქუვეითის საჰაერო თავდაცვამ დაადასტურა, რომ სარაკეტო და დრონებით განხორციელებულ თავდასხმებზე რეაგირებს, ხოლო პირველადი ცნობებით, ამ ეტაპზე მხოლოდ შენობებია დაზიანებული.