ირანმა ივლისში დაკავებული ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი გაათავისუფლა
ირანმა ივლისში დაკავებული ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი გაათავისუფლა

ირანის მიერ დაკავებულმა, ბრიტანული დროშის ქვეშ მცურავმა ნავთობტანკერმა, „სტენა იმპერტომ“ ბანდარ აბასის პორტი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ტანკერი ირანის რევოლუციური დაცვის წევრებმა მიმდინარე წლის ივლისში მას შემდეგ დააკავეს, რაც ორი კვირით ადრე ბრიტანეთმა ირანული ტანკერი გიბრალტარის ტერიტორიაზე შეიპყრო. „სტენა იმპერტო“ ამ დროისთვის დუბაის პორტისკენ მიემართება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გათავისუფლების მიუხედავად, ხომალდის წინააღმდეგ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.