ირანმა ისრაელზე რეკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა, ქალაქ ჰაიფაში დაშავებულია ორი ადამიანი

22:46, 15.06.2025

ირანმა ისრაელზე რეკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელა.

როგორც ისრაელში აცხადებენ, სასწრაფო დახმარების სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ჰაიფაში, ერთ-ერთ დასახლებულ ადგილას რაკეტა ჩამოვარდა. დაშავებულია ორი ადამიანი, ისინი უკვე საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

„ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, გაერიდოს სახიფათო ადგილებს და დაემორჩილოს ადგილზე მყოფი პოლიციელების მითითებებს“, – აცხადებენ პოლიციაში.

საჰაერო განგაშისა და აფეთქებების ხმა ასევე ისმის თელ ავივში. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საფრთხის თავიდან ასაცილებლად ადგილზე მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები.

მსგავსი