ირანმა ანგოლას სძლია, ნიგერიამ კოტ დივუარს შანსი არ დაუტოვა

14:37, 06.09.2019

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნილ გუნდებს შორის ბრძოლა გრძელდება მე-17 ადგილისთვის.

ირანის ნაკრები ანგოლას დაუპირისპირდა და მეტოქეს 9 ქულის სხვაობით, 71-62 მოუგო. ირანელთაგან საუკეთესო 21 ქულით მოჰამადსამად ნიკ ხაჰბარჰამი გამოდგა. ის ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო.

ანგოლელთა შორის, 17 ქულით, კარლოს მორაიში გამოირჩა.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ნიგერიამ კოტ დივუართან (83-66). ნიგელრიელთა შორის 15 ქულა დააგროვა ნამდი ვინსენტმა. 13-13 ქულით დაასრულეს შეხვედრა ალ ფარუკ ამინუმ და ეკპე უდომ.

კოტდივუარელებს შორის საუკეთესო, 19 ქულით, დეონ ტომპსონი გამოდგა. დღესვე, 16:00 საათზე, მასპინძელი ჩინეთი სამხრეთ კორეას შეხვდება. ამ მატჩის პარალელურად კი ტუნისი ფილიპინებს დაუპირისპირდება.

მსგავსი