ირანის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ვენაში გამართული შეხვედრა კონსტრუქციული იყო

11:58, 29.07.2019

ირანის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით, ვენაში გამართული საგანგებო შეხვედრა კონსტრუქციული იყო, – ამის შესახებ მოლაპარაკებებში ირანის წარმომადგენელმა, აბას არაქჩიმ განაცხადა.

არაქჩის თქმით, თუ ევროპელები ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვერ შეძლებენ, ირანი ვალდებულებების შემცირებას გააგრძელებს.

აშშ-ის მიერ შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი შეთანხმების შენარჩუნებას ცდილობენ.

ევროპაში ამბობენ, რომ ირანის მიერ შეთანხმების დარღვევა კონფრონტაციას კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს.

მსგავსი