ირანის ვიცე-პრეზიდენტი - რომელიმე ქვეყანა არეულობის მიზნით ირანის შიდა საქმეებში თუ ჩაერევა, გამანადგურებელ პასუხს მიიღებს
ირანის ვიცე-პრეზიდენტი - რომელიმე ქვეყანა არეულობის მიზნით ირანის შიდა საქმეებში თუ ჩაერევა, გამანადგურებელ პასუხს მიიღებს

რომელიმე ქვეყანა არეულობის მიზნით ირანის შიდა საქმეებში თუ ჩაერევა, გამანადგურებელ პასუხს მიიღებს, – ამის შესახებ ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ესჰაქ ჯაჰანგირმა განაცხადა. მისი თქმით, ირანი არ არის ის ქვეყანა, რომელიც მსგავს ხუმრობებს და მოქმედებას შეეგუება.

„რეგიონის ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რომ მათთვის კარგი დრო არ იქნება, თუ მოიძებნება მტკიცებულება, რომ არეულობის შექმნის მიზნით ისინი ჩაერივნენ ირანის საქმეებში“, – აღნიშნა ირანელმა მაღალჩინოსანმა.

ირანის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო გამოსვლები ბენზინის საფასურის გაზრდის შემდეგ დაიწყო. ქვეყანაში შეიზღუდა ინტერნეტი. შეიარაღებულ დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა როგორც მოსახლეობაში, ასევე სამართალდამცველთა შორის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ არეულობის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ საპროტესტო გამოსვლების ორგანიზება აშშ-მა და ისრაელმა მოახდინეს, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად.