ირანის სულიერმა ლიდერმა მთავრობას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს არეულობის დასასრულებლად
ირანის სულიერმა ლიდერმა მთავრობას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს არეულობის დასასრულებლად

ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ქვეყნის მთავრობას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს არეულობის დასასრულებლად.

აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, თუ მთავრობა საპროტესტო გამოსვლებს დაუყოვნებლივ არ შეაჩერებს, პროტესტის შედეგებზე პასუხისმგებლობას მთავრობის წევრებს დააკისრებს.

„ისლამური რესპუბლიკა საფრთხეშია. გააკეთეთ ყველაფერი მათ შესაჩერებლად. თქვენ გაქვთ ჩემი ბრძანება. მტრებს ისლამური რესპუბლიკის დაცემა სურთ და დაუყოვნებლივი რეაქციაა საჭირო“, – აღნიშნა ირანის სულიერმა ლიდერმა.

ირანში საპროტესტო აქციები 15 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდის შესახებ განაცხადა. რამდენიმე დღეში საპროტესტო გამოსვლები 100-ზე მეტ ქალაქში ჩატარდა და უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებაში გადაიზარდა. „როიტერის“ ინფორმაციით, დაპირისპირებას ირანში 1 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ირანის ხელისუფლება აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

დატოვე კომენტარი