ირანის სულიერი ლიდერის სამხედრო მრჩეველი – ვაპირებდით, უკრაინაში სამ ობიექტზე დაგვერტყა, მაგრამ თავდასხმა გავაუქმეთ მას შემდეგ, რაც უკრაინამ ბოდიში მოიხადა
ირანის სულიერი ლიდერის სამხედრო მრჩეველმა და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ ირანის არმია კასპიის ზღვაში სავაჭრო გემზე თავდასხმის შემდეგ უკრაინაში სამიზნეებზე დარტყმისთვის ემზადებოდა.
„ჩვენ ვაპირებდით, უკრაინაში სამ ობიექტზე დაგვერტყა, მაგრამ თავდასხმა გავაუქმეთ მას შემდეგ, რაც უკრაინამ ბოდიში მოიხადა“, – განაცხადა რეზაიმ.
ცნობისთვის, 25 ივლისს ირანმა უკრაინა კასპიის ზღვაში სავაჭრო გემზე თავდასხმაში დაადანაშაულა. თეირანმა კიევს უკრაინაში ომის გაფართოების მცდელობაში დასდო ბრალი.
28 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი სიბიგა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას არაღჩის დაუკავშირდა და განუცხადა, რომ უკრაინას ესკალაციის თავიდან აცილება სურდა.