ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი – ჩვენი მებრძოლები ჰორმუზის სრუტეს არ გახსნიან, ვიდრე დამნაშავე ტრამპსა და სისხლისმსმელ ნეთანიაჰუს ხელისუფლებიდან არ ჩამოაგდებენ
ირანის სულიერი ლიდერის მრჩეველი მოჰამედ ბაღერ ზოლღადრი აცხადებს, რომ ირანი ჰორმუზის სრუტის დახურვას გააგრძელებს, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელისუფლებას არ დაკარგავენ.
ამასთან, მან თეთრი სახლის ლიდერს „დამნაშავე“, ისრაელის პრემიერს კი „სისხლისმსმელი“ უწოდა.
„ჩვენი მებრძოლები ჰორმუზის სრუტეს არ გახსნიან, ვიდრე დამნაშავე ტრამპსა და სისხლისმსმელ ნეთანიაჰუს ხელისუფლებიდან არ ჩამოაგდებენ“, – განაცხადა მოჰამედ ბაღერ ზოლღადრმა.
მისივე თქმით, ირანი ომში დაღუპულთა გამო შურისძიებას აპირებს და ბოლო 200 დღის განმავლობაში ქვეყნის წინააღმდეგობა იმას ადასტურებს, რომ თეირანის დამარცხების მცდელობები ჩავარდა.