ირანის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 11 ოლქში ჩატარდება
ირანის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 11 ოლქში ჩატარდება

ირანის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 11 ოლქში ჩატარდება. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტური იმ ოლქებში ჩატარდება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა 20 პროცენტის დაგროვება ვერ მოახერხა.

არჩევნების მეორე ტურის ჩატარების სავარაუდო თარიღად 17 აპრილი სახელდება.

საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური ირანში 21 თებერვალს გაიმართა. არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. არჩევნებზე მოსახლეობის 42 პროცენტი მივიდა.