ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ორი აფეთქება მოხდა

23:25, 29.01.2019

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ორი აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იუწყება. მედიის ცნობით, აფეთქება ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ზაჰედანში მოხდა.

წინასწარი მონაცემებით, შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. დაღუპულების შესახებ ცნობები არ ვრცელდება. მედიის ცნობით, აფეთქება ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

მსგავსი