ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში აცხადებენ, რომ დაბომბვის შედეგად ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა
ირანის სახელმწიფო ტელევიზიაში აცხადებენ, რომ ისრაელის იერიშის შედეგად ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
„ბიბისის“ ცნობით, ირანის სახელმწიფო ტელევიზია მცირე ზომის დასახლებაში მდებაროებს, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს.
მანამდე ისრაელმა გამოქვეყნა რუკა, რომელზეც ნაჩვენები იყო თეირანის მესამე რაიონი და მოუწოდა მოქალაქეებს ევაკუაციისკენ. რუკაზე ასევე ნაჩვენები იყო ირანის სახელმწიფო ტელევიზია.
როგორც ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ხელმძღვანელი პეიმან ჯებელი ამბობს, „ტელევიზია და მისი თანამშრომლები ბოლომდე იდგებიან“.