ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი – ირანსა და ომანს შორის ახალი საზღვაო მარშრუტის შესახებ მიღწეული შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნება

00:08, 03.08.2026

ირანსა და ომანს შორის ახალი საზღვაო მარშრუტის შესახებ მიღწეული შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.

ირანსა და ომანს შორის ამჟამად მიმდინარეობს ორმხრივი მოლაპარაკებები სრუტის მართვის საერთო მექანიზმთან დაკავშირებით.

„ირანსა და ომანს შორის ახალი მარშრუტის შესახებ მიღწეული შეთანხმება არ უკავშირდება ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას ან მისი დახურვის გაგრძელებას“, – განაცხადა ბაღეიმ.

ამასთან, მან შეთანხმებას „აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა“ უწოდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სრუტის დახურვა „აშშ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისა და ირანის საზღვაო ბლოკადის“ ბრალია და აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა სრულიად სხვა საკითხია.

მსგავსი