ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სანქციებს „ეკონომიკური ტერორიზმი“ უწოდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სანქციებს „ეკონომიკური ტერორიზმი“ უწოდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუჰამედ ჯავად ზარიფმა აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს „ეკონომიკური ტერორიზმი“ უწოდა.

მუჰამედ ჯავად ზარიფის განცხადებით, სანქციები კანონს არღვევს.

„ტერორიზმი არის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობისა და დაშინების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის. ასეთ შემთხვევაში, აშშ-ი ჩართულია ეკონომიკურ ტერორიზმში. ამას არ შეიძლება ეწოდოს სანქციები, ისევე, როგორც, სანქციები არ დაუწესებიათ კანონის აღსრულების დასაცავად. ფაქტობრივად, სანქციები კანონს არღვევს“, – დაწერა „ტვიტერში“ ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება 2018 წელს დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. საპასუხოდ, ირანმა შეთანხმებით ნაკისრი რამდენიმე ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა.