ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრება
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი ნიუ იორკში მიემგზავრება, სადაც ის გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ მინისტრის პრესმდივანი ავრცელებს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მუჰამედ ჯავად ზარიფისა და ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანისთვის ვიზის გაცემის პროცედურას აჭიანურებდა.

ჯერ უცნობია, გაემგზავრება თუ არა შეერთებულ შტატებში ირანის პრეზიდენტი. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღეა, დაიძაბა.

აშშ-ი ირანს საუდის არაბეთის ნავთობინფრასტრუქტურაზე იერიშის მიტანაში ადანაშაულებს.