ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – აშშ-ში დამზადებული საბრძოლო მასალები უდანაშაულო პალესტინელებს თავზე ეცემა და ამერიკა ისრაელს კიდევ 735 მილიონ დოლარს აძლევს ზუსტი რაკეტებისთვის
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი აშშ-ის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომელიც ისრაელისთვის შეიარაღების მიყიდვას ითვალისწინებს. 735 მილიონი დოლარის ღირებულების აშშ-ისრაელის შეთანხმება ასევე მოიცავს პირდაპირი შეტევითი საბრძოლო მასალების მიწოდებას, რომელიც ბომბების ზუსტ მართვად რაკეტებად გადაკეთებისთვის გამოიყენება.
„როდესაც აშშ-ში დამზადებული საბრძოლო მასალები უდანაშაულო პალესტინელებს თავზე ეცემა, აშშ ისრაელს აძლევს კიდევ 735 მილიონ დოლარს ზუსტ რაკეტებში, რომ მეტი ბავშვი მოკლას უფრო მეტი სიზუსტით.
შემდეგ აშშ ბლოკავს გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს განცხადებას ახლო აღმოსავლეთზე. მსოფლიო ხედავს, რომ ისრაელი და მისი ხელშემწყობნი თავიან მახინჯ სახეს აჩვენებენ“, – განაცხადა მოჰამად ჯავად ზარიფმა.
As US-made munitions rain down on innocent Palestinians, US gives another $735M in “precision” missiles to Israel to kill more children with more precision.
Then US blocks the mildest possible #UNSC statement.
The world is watching as Israel & its enabler show their ugly faces. pic.twitter.com/qr8F2vDdxl
— Javad Zarif (@JZarif) May 17, 2021