ირანის რევოლუციურმა გვარდიამ წვრთნების ფარგლებში ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
ირანის რევოლუციურმა გვარდიამ წვრთნების ფარგლებში ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ყოველწლიური სამხედრო წვრთნების ფარგლებში ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას „ესოშიეიტიდ პრესი“ ავრცელებს.

სამხედრო წვრთნები სპარსეთის ყურეში 28 ივლისს დაიწყო. ვაშინგტონის შეფასებით, წვრთნების გამო რეგიონში ორ ბაზაზე, სადაც ამერიკელი სამხედროები არიან დისლოცირებული, განგაში გამოცხადდა.

ვაშინგტონი თეირანის ქმედებას უპასუხისმგებლობად აფასებს.

დატოვე კომენტარი