ირანის პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი წარადგინა
ირანის პრეზიდენტმა ქვეყნის საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი წარადგინა

ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი წარადგინა, რომლის კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ამირაბდოლაჰიანი 2007-2010 წლებში იყო ირანის ელჩი ბაჰრეინში. დიპლომატიური მისიის ამოწურვის შემდეგ, იგი მუშაობდა ქვეყნის საგარეო უწყებაში, სხვადასხვა თანამდებობებზე. 2016 წლიდან, პარალელურ რეჟიმში იყო საგარეო საქმეთა მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი.