ირანის პრეზიდენტის ძმას კორუფციის ბრალდებით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირანის პრეზიდენტის ძმას კორუფციის ბრალდებით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ირანის სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ ჰასან როუჰანის ძმას, ჰოსეინ ფერეიდუნს კორუფციის ბრალდებით ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

ჰოსეინ ფერეიდუნი 2017 წელს დააკავეს და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მისი საქმის განხილვა სასამართლოში 2019 წლის თებერვალში დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, საქმე კორუფციასა და ფულის ე.წ. გათეთრებას უკავშირდება.

ფერეიდუნი ირანის პრეზიდენტის მრჩეველია. ის აქტიურ მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო ექვსეულთან მოლაპარაკებებში, რაც საბოლოოდ, 2015 წელს, ირანთან ბირთვული შეთანხმების გაფორმებით დასრულდა.

ირანის პრეზიდენტის მხარდამჭერები ჰოსეინ ფერეიდუნის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.