ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი მოსკოვში ჩავიდა. ის გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ვიზიტის ფარგლებში, სამიტში მონაწილეობასა და სიტყვით გამოსვლასთან ერთად, პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტსა და მონაწილე ქვეყნების რამდენიმე ლიდერს შეხვდება. ასევე, განიხილავს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხებს“, – აცხადებენ ირანის პრეზიდენტის ოფისში.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ფეზეშქიანს გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტის ფარგლებში შეხვდება.