ირანის პრეზიდენტი - აშშ-მა ეკონომიკური ომი გამოგვიცხადა
ირანის პრეზიდენტი - აშშ-მა ეკონომიკური ომი გამოგვიცხადა

ირანის პრეზიდენტის თქმით, აშშ-მა ირანს ეკონომიკური ომი გამოუცხადა, რომელსაც თეირანი წინააღმდეგობას გაუწევს. ჰასან როუჰანი აცხადებს, რომ ირანული ნავთობის ექსპორტი არ შეჩერდება.

„აშშ რეგიონში მისი პოლიტიკის მარცხში ირანს ადანაშაულებს. დაწყებული იემენით, დასრულებული ერაყით. ჩვენ ამ ზეწოლას არ დავემორჩილებით. ეს არის ფსიქოლოგიური ომის ნაწილი ირანის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აშშ ირანული ნავთობის ექსპორტის შეჩერებას ვერასდროს შეძლებს.