ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ სანქციების მოხსნის შემთხვევაში, ბირთვულ შეთანხმებაში ცვლილებებისთვის მზადაა

22:49, 24.09.2019

ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი მზადაა, მცირედი ცვლილებები შეიტანოს 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ შეთანხმებაში, თუ აშშ ირანს სანქციებს მოუხსნის.

ეს განცხადება ჰასან როუჰანიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გააკეთა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი დღეს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ, ვიდრე ირანი კურსს არ შეიცვლის, თეირანზე დაწესებული ფინანსურ-ეკონომიკური სანქციები არ მოიხსნება.

მსგავსი