ირანის ნაკრებმა საწვრთნელი ბაზა აშშ-დან მექსიკაში გადაიტანა #1TVSPORT
ირანის ნაკრებმა საწვრთნელი ბაზა აშშ-დან მექსიკაში გადაიტანა #1TVSPORT

ირანის ნაკრების საწვრთნელი ბაზა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის დროს არა ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მექსიკაში იქნება.

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ნება დართო ირანულ მხარეს საწვრთნელი ბანაკი გადაეტანათ ტუსონიდან (არიზონას შტატი) სასაზღვრო ქალაქ ტიხუანაში, – იტყობინება ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მეჰდი ტაჯი.

ეს დაეხმარება ირანის ნაკრებს თავიდან აიცილოს ვიზებთან დაკავშირებული სირთულეები, გარდა ამისა, გუნდი შეძლებს პირდაპირი რეისებით იფრინოს მექსიკაში ავიაკომპანია Iran Air-ით.

ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ორ მატჩს ლოს ანჯელესში ჩაატარებს – 15 ივნისს ახალ ზელანდიასთან და 21 ივნისს ბელგიასთან, 26 ივნისს კი სიეტლში ითამაშებს ეგვიპტის წინააღმდეგ.

„ჩვენს ბაზასა და ლოს ანჯელესში მატჩების ჩატარების ადგილამდე მანძილი 55 წუთის ფრენას შეადგენს“, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა და დაამატა, რომ ტიხუანა უფრო ახლოს არის მატჩების ჩატარების ადგილებთან, ვიდრე საწვრთნელი ბაზა არიზონაში.