ირანის მთავრობამ ქვეყნის უმეტეს ნაწილში ათდღიანი კარანტინი გამოაცხადა
ირანის მთავრობამ ქვეყნის უმეტეს ნაწილში ათდღიანი კარანტინი გამოაცხადა

ირანის მთავრობამ ქვეყნის უმეტეს ნაწილში ათდღიანი კარანტინი გამოაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კარანტინი ქვეყნის 31 დან 23 პროვინციაში წესდება. ამ რეგიონებში დაიხურება სკოლები, მაღაზიები, სპორტული ცენტრები, კინოთეატრები, ასევე რამადანის კვირაში აიკრძალება მასობრივი შეკრება.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ირანში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ ორ მილიონს გადააჭარბა. გარდაიცვალა 64 000-ზე მეტი ადამიანი. ბოლო რამდენიმე კვირაა, ქვეყანაში ყოველდღიურად კორონავირუსის დაახლოებით 20 000 ახალი შემთხვევა ვლინდება.