ირანის მთავრობა რუსეთისგან კრედიტის სახით ხუთ მილიარდ დოლარს აიღებს

01:40, 19.02.2019

ირანის მთავრობა რუსეთისგან კრედიტის სახით ხუთ მილიარდ დოლარს აიღებს. როგორც ირანული მედია წერს, ირანის პარლამენტმა – მეჯლისმა ქვეყნის მთავრობას მისცა ნებართვა, რუსეთისგან კრედიტი აიღოს.

სააგენტო „მეჰრის“ ცნობით, ირანის პარლამენტის წევრებმა აღნიშნულ საკითხზე შეთანხმებას ბიუჯეტის პროექტის განხილვისას მიაღწიეს. არსებული ცნობით, თანხა ინფრასტრუქტურისა და წარმოების სფეროს მოხმარდება.

მსგავსი