ირანის ხელისუფლება ისრაელს „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ ობიექტზე თავდასხმაში ადანაშაულებს
ირანის ხელისუფლება ისრაელს „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ ობიექტზე თავდასხმაში ადანაშაულებს

ირანის ხელისუფლება ისრაელს „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის“ კუთვნილ ობიექტზე თავდასხმაში ადანაშაულებს.

მედიის ცნობით, ირანის ხელისუფლების პრესსპიკერის, ალი რაბიეის განცხადებით, ქარაჯიში მდებარე შენობაზე თავდასხმა ვენაში მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავდა მიზნად.

„ისრაელმა ეს ქმედებები განახორციელა მისანიშნებლად, რომ მას შეუძლია ირანის შეჩერება და რომ მსოფლიოს ირანთან მოლაპარაკებები არ სჭირდება. მაგრამ, როდესაც საბოტაჟი ხდება, ჩვენი ძალა იზრდება“, – განაცხადა ირანის მთავრობის წარმომადგენელმა.

ირანის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების განახლების მიზნით, ავსტრიის დედაქალაქში მოლაპარაკებების ექვსი რაუნდი გაიმართა. მომლაპარაკებლები ოპტიმიზმს გამოთქვამენ, რომ შეთანხმება შესაძლოა მომდევნო კვირებში გაფორმდეს. შეთანხმება ირანზე დაწესებული სანქციების მოხსნას გულისხმობს, რის სანაცვლოდ ირანმა ბირთვული პროგრამა უნდა შეზღუდოს.

დატოვე კომენტარი