ირანის ჯანდაცვის სამინისტრო – ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა

02:43, 16.06.2025

ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 224 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაშავებულია 1481 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა სამოქალაქო პირია.

მანამდე ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა განაცხადა, რომ იერიშების შედეგად, სულ მცირე, 406 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო, მინიმუმ, 654 დაშავებული.

შეგახსენებთ, რომ ისრაელმა ირანზე მასირებული საჰაერო იერიში 13 ივნისს მიიტანა. მას შემდეგ კი რამდენიმე ღამეა, რაც ქვეყნებს შორის საჰაერო იერიშები გრძელდება.

მსგავსი