„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ირანის ქალაქ ბენდერ აბასში აფეთქებების ხმა ისმოდა, საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა მტრული სამიზნეების აღსაკვეთად
ირანის ქალაქ ბენდერ აბასში აფეთქებების ხმა ისმოდა. ამის შესახებ „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა მტრული სამიზნეების აღსაკვეთად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რა გახდა აფეთქებების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
აფეთქებები ასევე მოხდა სპარსეთის ყურეში.
სამხრეთ ირანში მდებარე ბენდერ აბასი, სადაც ირანის საზღვაო და საჰაერო ძალების მთავარი ბაზაა განლაგებული, სტრატეგიულ მდებარეობას იკავებს ჰორმუზის სრუტის გასწვრივ.