ირანის ეკონომიკის მინისტრი – ჩვენ სრულად მზად ვართ აშშ-ის სანქციებისთვის

01:28, 25.08.2026

ირანის ეკონომიკის მინისტრმა, ალი მადანიზადემ განაცხადა, რომ თეირანს აშშ-ის მიერ დაწესებული ახალი სანქციების წინააღმდეგ მოქმედების ორწლიანი გეგმა აქვს და ვაშინგტონს კიდევ ერთი მარცხი ელოდება.

„მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, რათა გამოეცადათ ირანელი ხალხისა და ქვეყნის ოფიციალური პირების სიმტკიცე, მაგრამ ყოველ ჯერზე მარცხი განიცადეს. როგორც ჩანს, მათ კიდევ ერთი მარცხის განცდა სურდათ“, – განაცხადა მადანიზადემ.

ირანის ეკონომიკის მინისტრის თქმით, ირანის ხელისუფლება აშშ-ის ახალი სანქციებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა.

„ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით ამ გეგმებს. მთავრობა მზად არის და მზად იყო – ჩვენ გვაქვს ორწლიან პერიოდზე გათვლილი გეგმა ამ მოვლენების სამართავად“, – განაცხადა მადანიზადემ.

მსგავსი