ირანი ობიექტ ფორდოში ურანის ხუთ პროცენტამდე გამდიდრებას დაიწყებს
ირანი ობიექტ ფორდოში ურანის ხუთ პროცენტამდე გამდიდრებას დაიწყებს

ირანი 6 ნოემბრიდან ობიექტ ფორდოში ურანის ხუთ პროცენტამდე გამდიდრებას დაიწყებს. შესაბამისი განცხადება ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აქბარ სალეჰიმ გააკეთა. მისივე თქმით, 2015 წელს ე.წ. ბირთვული შეთანხმების გაფორმებამდე ფორდოს ობიექტზე ურანს 20 პროცენტამდე ამდიდრებდნენ.

„დღეს ჩვენ 20 პროცენტამდე გამდიდრებული ურანის საკმარისი რაოდენობა გვაქვს“, – განაცხადა სალეჰიმ.

როგორც ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, ურანის გამდიდრების პროცესის დაწყება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სპეციალისტების თანდასწრებით იგეგმება.

მანამდე ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ თეირანი ე.წ. ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები კიდევ ერთ ნაწილს აღარ შეასრულებს. ირანის ეს ნაბიჯი საფრანგეთმა და ბრიტანეთმა დაგმეს.