ირანი ევროკავშირს ტერორისტების შეფარებაში ადანაშაულებს
ირანი ევროკავშირს ტერორისტების შეფარებაში ადანაშაულებს

ირანი ევროკავშირს ტერორისტების შეფარებაში ადანაშაულებს. ევროკავშირის მიერ ირანის სადაზვერვო სამსახურის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა თქვა, რომ თეირანის წინააღმდეგ ბრალდებები ევროკავშირს ტერორისტების შეფარების პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

„ევროპელები, მათ შორის დანია, ნიდერლანდები და საფრანგეთი იფარავენ „ირანელი ხალხის მოჯაჰედების ორგანიზაციას“, რომელმაც 12 ათასი ირანელი მოკლა და ერაყელი ქურთების წინააღმდეგ სადამ ჰუსეინის დანაშაული წაახალისა“, – დაწერა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.

ევროკავშირმა ირანის სადაზვერვო სამსახურის წინააღმდეგ სანქციები ევროპის ტერიტორიაზე მკვლელობების შეთქმულების საფუძველზე დაუწესა. პარალელურად, ნიდერლანდებში განაცხადეს, რომ ირანული წარმოშობის ნიდერლანდების ორი მოქალაქის პოლიტიკურ მკვლელობაში ირანი მონაწილეობდა.

დატოვე კომენტარი