ირანი და რუსეთი კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის გზებს სწავლობენ
ირანი და რუსეთი კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის გზებს სწავლობენ

ირანი და რუსეთი კავკასიის რეგიონში თანამშრომლობის გზებს სწავლობენ.

ირანული გამოცემა IRNA-ს ინფორმაციით, რუსეთში ირანის ელჩი მეჰდი სანაეი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე ესაუბრა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ რეგიონებში ორმხრივი ურთიერთობების დონე გაღრმავდება.

გამოცემა წერს, რომ შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან რუსეთის კავშირები და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივები იყო.