ირანელი გულშემატკივრები კრიშტიანუ რონალდუს არ აძინებენ [ვიდეო]
გვიან ღამით, ირანის ნაკრების გულშემატკივრები ქალაქ სარანსკის სასტუმროს ახლოს ხმაურობდნენ, სადაც პორტუგალიის ნაკრები დაბინავდა. ფანების ხმაურით შეწუხებული კრიშტიანუ რონალდუ აივანზე გავიდა, გულშემატკივრებს დაემუქრა და ჟესტით ანიშნა, რომ დაძინებას აპირებდა.
ირანისა და პორტუგალიის შეხვედრა 25 ივნისს, 22 საათზე გაიმართება. მოგების შემთხვევაში, ირანელები მერვედფინალში გადიან, პორტუგალიას კი პლეი ოფში მოსახვედრად ფრეც ჰყოფნის.
Ronaldo foi à janela pedir aos iranianos para o deixarem dormir em paz 💤
🎥 @RTP1 pic.twitter.com/UtYxZBbJF3
— B24 🇵🇹 (@B24PT) June 24, 2018
გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android iOS
და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!