ირაკლი სიხარულიძე - „ლოკომოტივს“ არ გაუმართლა #1TVSPORT
ირაკლი სიხარულიძე - „ლოკომოტივს“ არ გაუმართლა #1TVSPORT

ირაკლი სიხარულიძემ კომენტარი გააკეთა „ლოკომოტივთან“ „საბურთალოს“ 3:1 გამარჯვების შემდეგ. გამოცდილმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა ჯგუფში დაწინაურდა, მაგრამ ყოფილი გუნდისადმი პატივისცემის ნიშნად, მის კარში გატანილი გოლები არ აღნიშნა.

„გავიმარჯვეთ, მაგრამ რთული მატჩი მოვიგეთ. სასიხარულოა, რომ სამი ქულის მოპოვება შევძელით. კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ ორი გოლის გატანა მოვახერხე და გუნდს გამარჯვების მიღწევაში დავეხმარე. იმედია, მომავალში კიდევ უფრო მოვუმატებთ. რაც შეეხება მეტოქეს, „ლოკომოტივმა“ კარგად ითამაშა, თუმცა არ გაუმართლა“, – ამბობს სიხარულიძე.

„საბურთალოს“ თავდამსხმელმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 8 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და ერთი გოლით ჩამორჩება ბათუმის „დინამოს“ ფორვარდს, ჯოვინო ფლამარიონს.

შეგახსენებთ, რომ სიხარულიძე 2017 წლიდან თამაშობდა თბილისის „ლოკომოტივში“. პირველივე სეზონში 25 გოლი გაიტანა და საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. თუმცა მისმა გუნდმა მხოლოდ მე-6 ადგილი დაიკავა. „საბურთალოში“ კი წელს ჩაირიცხა.