ირაკლი სიხარულიძე - ეროვნულ ლიგაში საუკეთესოდ დასახელება დიდი სტიმულია
ირაკლი სიხარულიძე - ეროვნულ ლიგაში საუკეთესოდ დასახელება დიდი სტიმულია

ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე GFF AWARDS 2017 პირველი ნაწილი ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამორჩეულ წარმომადგენლებს დაეთმოთ.

უმრავლესობამ საუკეთესოდ თბილისის “ლოკომოტივის“ თავდამსხმელი ირაკლი სიხარულიძე აღიარა, რომელიც 25 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო თავდამსხმელიც გახდა.

`მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც მენდო და პირველ ადგილზე დამასახელა. ეს პრიზები და აღიარება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამავე დროს, უდიდესი სტიმულია, 2018 წელი უფრო მაღალ დონეზე რომ ჩავატარო და გულშემატკივრის იმედები გავამართლო”, – ამბობს პირველ არხთან სიხარულიძე.