ირაკლი სესიაშვილი - თუ სალომე ზურაბიშვილი ხარჯების შემცირებას გადაწყვეტს, ბიუჯეტთან ადეკვატური დამოკიდებულება იქნება
ირაკლი სესიაშვილი - თუ სალომე ზურაბიშვილი ხარჯების შემცირებას გადაწყვეტს, ბიუჯეტთან ადეკვატური დამოკიდებულება იქნება

თუ სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება მიიღო და შესაბამისი ხარჯები შემცირდება, ეს ქვეყნის ბიუჯეტთან მიმართებაში ადეკვატური ქცევა და დამოკიდებულება იქნება – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსების საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციების ფარგლებში ის ადმინისტრაციული რგოლი უნდა გამოიკვეთოს, რომელმაც პრეზიდენტს მხარი თავის უფლებამოსილების შესრულებაში უნდა დაუჭიროს.

„მიმაჩნია, რომ გიორგი მარგველაშვილის დროს ადმინისტრაცია დიდი იყო. თუ არ ვცდები, 300-400 თანამშრომელი”, – განაცხადა სესიაშვილმა.

დატოვე კომენტარი