ირაკლი სესიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დღეს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდება
ირაკლი სესიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტზე დღეს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდება

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძესა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრაზე იმსჯელებენ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე, რომლის თანახვამადც უნდა გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობენ.

ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, შეხვედრა საპარლამენტო კომიტეტში გაიმართება.

„არსებობს მზაობა, რომ თავდაცვის კომიტეტი შეხვდეს რელიგიებს და ამ საკითხთან დაკავშირებით მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. ეს იქნება დახურული ფორმატის შეხვედრა სააგენტოს, კომიტეტსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის“, – აცხადებს ზაზა ვაშაყმაძე.

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები ჯერ არ გაიმართება. სესიაშვილის თქმით, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება.