ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციას შეთანხმების დარღვევის საფუძველი არ აქვს, თუ არა მათი შიში არჩევნებზე და სურვილი, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ
ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიციას შეთანხმების დარღვევის საფუძველი არ აქვს, თუ არა მათი შიში არჩევნებზე და სურვილი, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ

ოპოზიციას შეთანხმების დარღვევის საფუძველი არ აქვს, თუ არა მათი შიში არჩევნებზე და სურვილი, რომ საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

სესიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებაში მკაფიოდ წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზება.

„ოპოზიციას მოვუწოდებთ, თავი დაანებოს მოსახლეობის მოტყუებას და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რადგან ვსაუბრობთ შეთანხმებაზე, რომელიც არის წერილობითი, რომელსაც ხელი მოაწერა ყველა მხარემ, სადაც გარკვევით წერია შეთანხმება 120/30-ზე საარჩევნო სისტემაზე.

ასევე, მკაფიოდ წერია, რომ არ უნდა მოხდეს მართლმსაჯულების პოლიტიზება. ის, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის ჩვენი ოპონენტების მხრიდან იმის მცდელობა, რომ მოახდინონ მართლმსაჯულების პოლიტიზირება, რაც შეურაცხყოფაა სახელმწიფო ინსტიტუტების, მართლმსაჯულების სისტემის და მთლიანად სახელმწიფოს მთავარი პრინციპების. ამ შემთხვევაში, მათ არანაირი საფუძველი არ აქვთ, შეთანხმება დაარღვიონ, თუ არა მათი შიში არჩევნებზე და მათი სურვილი, რომ მოსახლეობა მოატყუონ და საერთაშორისო საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.