ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიცია ბაქიბუქობს, ხელს ვუშლითო, მაგრამ ნახეთ, რომ პარლამენტი მუშაობს
ირაკლი სესიაშვილი - ოპოზიცია ბაქიბუქობს, ხელს ვუშლითო, მაგრამ ნახეთ, რომ პარლამენტი მუშაობს

ოპოზიცია ბაქიბუქობს, ხელს ვუშლითო, მაგრამ ნახეთ, რომ პარლამენტი მუშაობს, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

სესიაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში დაცულია გამოხატვის თავისუფლება და ნორმალური პოლიტიკური პროცესი მიდის.

„ოპოზიციას პროტესტის გამოხატვის უფლება აქვს. პოლიციას ვალდებულება აქვს, წესრიგი დაიცვას. რაიმე განსაკუთრებული არ ხდება. მესმის, რომ ჩვენი ოპონენტები არიან პოლიტიკურად გაკოტრებული. მათ არანაირი რესურსი არ აქვთ და ამიტომ მიდიან რადიკალურ ქმედებებზე. ალბათ, ეს ყველაფერი გათვლილია ტელესურათზე, თითქოს, მათ პროტესტს ფართო ხასიათი აქვს, რაც ასე არ არის. ოპოზიციას მოვუწოდებ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ, მათ გამოხატვის თავისუფლებას პრობლემა არ ექნება. ბაქიბუქობენ, რომ ხელს ვუშლითო, მაგრამ ნახეთ, რომ პარლამენტი მუშაობს“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.