ირაკლი სესიაშვილი - ასეთი მშვიდი არჩევნები მარნეულში აქამდე არ ყოფილა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაურ დარგალმა დამაჯერებლად გაიმარჯვა
ირაკლი სესიაშვილი - ასეთი მშვიდი არჩევნები მარნეულში აქამდე არ ყოფილა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაურ დარგალმა დამაჯერებლად გაიმარჯვა

ასეთი მშვიდი არჩევნები მარნეულში აქამდე არ ყოფილა, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაურ დარგალმა მარნეულში დამაჯერებლად გაიმარჯვა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მან ამომრჩევლებს არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველადი მონაცემებით, „ქართული ოცნების” კანდიდატმა ზაურ დარგალმა დამაჯერებლად გაიმარჯვა მარნეულში. უნდა ითქვას, რომ ასეთი მშვიდი არჩევნები მარნეულში აქამდე არ ყოფილა. ეს პირველ რიგში, მარნეულის მოსახლეობის დამსახურებაა, ეს არის ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ყველა ამომრჩეველს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, ადმინისტრაციებს, ჟურნალისტებს. ბატონ ზაურს ვუსურვებ წარმატებებს. ხვალიდან უკვე იწყება ძალიან ბევრი შრომა მარნეულში, იმისათვის, რომ ჩვენი დაპირებები შევასრულოთ და ეს მოსახლეობის კეთილდღეობამდე მივიდეს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან შეკრებილებმა ფოიერვერკით, ტორტის გაჭრითა და ოვაციებით უკვე აღნიშნეს არჩევნებში გამარჯვება.